Belive

COPE | "არაუხოს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მან შესაძლოა ფეხბურთი ვეღარ ითამაშოს"

21 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინტერნეტში ბარსელონას კაპიტნის - რონალდ არაუხოს მდგომარეობის შესახებ საგანგაშო სიახლეები გავრცელდა.

ეს ამბავი იმ მოულოდნელი ვარაუდის ფონზე გავრცელდა, რომ ურუგვაელი შესაძლოა კლუბის მაისურით მოედანზე აღარასდროს გამოვიდეს, მეტიც - იგი შესაძლოა ფეხბურთს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ან საერთოდ ვეღარ დაუბრუნდეს.

არაუხოს, რა თქმა უნდა, ბოლო რამდენიმე კვირა ბარსელონაში რთული პერიოდი ჰქონდა - ჩემპიონთა ლიგაზე, ჩელსისთან მიღებული უაზრო წითელი ბარათის შემდეგ, მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა იმდენად მძიმე იყო, რომ 26 წლის ფეხბურთელმა ჰანსი ფლიკს დროებით დასვენება მოთხოვა და თუ მედიიდან გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას მივყვებით, არაუხოს ფსიქიკური მდგომარეობა, როგორც ჩანს, დიდად არ გაუმჯობესებულა და დღითიდღე მძიმდება.

ჟურნალისტმა ხუანმა კასტანიომ "COPE"-ს გადაცემა El Tertulión-ში გამოსვლისას განაცხადა.

"საქმე უფრო სერიოზულია, ვიდრე ჩვენ გვგონია. არაუხოს მდგომარეობა ძალიან სერიოზულია და ვნახოთ, ისევ ითამაშებს თუ არა ის ბარსელონაში. ეს არასტაბილური სიტუაციაა და შესაძლებელია მას სერიოზული ჩარევა დასჭირდეს იმისათვის, რომ მან ფეხბურთის თამაში განაგრძოს." - ხუანმა კასტანიო

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 სეზონში, არაუხოსთვის ეს მეორე წითელი ბარათია. პირველად იგი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პსჟ-სთან გააძევეს, რის შემდეგაც პარიზულმა გრანდმა ბარსელონა ასპარეზობიდან გამოთიშა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ურუგვაელი მცველი "ბარსელონას" ღირსებას 2019/2020 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც 190 მატჩი ჩაატარა. მან 12 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები