Belive

ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში მინიმუმ 5 იტალიური გუნდი ითამაშებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში სერია A-დან მინიმუმ 5 გუნდი იასპარეზებს.

ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც გუშინ ევროპა ლიგის ნახევარფინალში ,,რომა'' და ,,ატალანტა'' გავიდნენ,

2024-2025 წლების სეზონიდან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფორმატი იცვლება და 32 გუნდის ნაცვლად, მასში მონაწილეობას 36 გუნდი მიიღებს. დამატებითი 4 ადგილიდან კი 2 იმ ლიგებზე გადანაწილდება, რომელთა წარმომადგენლებმაც სეზონში უეფას კოეფიციენტების ცხრილში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.

ამგვარად, იტალიის სერია A-მ ჩეპიონთა ლიგაზე დამატებითი ადგილი პირველად მიიღო, მეორე ადგილისთვის კი ბუნდესლიგა და პრემიერლიგა იბრძვიან.

გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ ლიგის მომავალ სეზონში 6-მა იტალიურმა გუნდმაც ითამაშოს. ამისთვის ,,რომამ'' ან ,,ატალანტამ'' ევროპა ლიგა უნდა მოიგოს, ჩემპიონი კი სერია A-ს საუკეთესო ხუთეულში ვერ უნდა მოხვდეს.

ამ მომენტისთვის სერია A-ს საუკეთესო ექვსეული ასე გამოიყურება:

  1. ინტერი - 83 ქულა

  2. მილანი - 69 ქულა

  3. იუვენტუსი - 63 ქულა

  4. ბოლონია - 59 ქულა

  5. რომა - 55 ქულა

  6. ატალანტა - 51 ქულა

სხვა სტატიები