Belive

ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერი, ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩს გამოტოვებს, ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ალისონი გალათასარაისთან შეხვედრას გამოტოვებს და მერსისაიდელთა კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ლივერპულმა 21-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ალისონი არ ფიგურირებს.

შეგახსენებთ, რომ ლივერპული გალათასარაის შეხვედრა ხვალ, 10 მარტს თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

ასევე გეტყვით, რომ გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში გასულ წელს ვალენსიადან გადავიდა, მერსისაიდულ კლუბს ქართველის ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა. მამარდა ლივერპულში ჯერჯერობით მეორე მეკარედ ითვლება, მაგრამ ალისონის ტრავმიანობის პერიოდში მან 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კარის მშრალად შენახვა 3 მატჩში მოახერხა.

სხვა სტატიები