Belive

ანტონიო კასანო ხვიჩა კვარაცხელიაზე: "ეს ბიჭი ბრწყინვალეა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Bobo TV-ის ეთერში ისაუბრა.
"სპალეტი გენიოსიაა. მან დაკარგა კულიბალი, მერტენსი, ინსინიე, ოსპინა, ფაბიან რუისი, რომელსაც თამაში აღარ უნდა და მერეტი, რომლის მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის ფონზე მე არ მესმის, როგორ აიძულებს სპალეტი გუნდს ასე კარგად თამაშს. წელს "ნაპოლი" არის კლუბი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტრიგებს. კვარაცხელიასა და ინსინიეს შორის განსხვავება აშკარაა: "ნაპოლის" ყოფილი ვინგერი მთელ ფლანგზე მოძრაობდა, ქართველი კი შემტევ ფაზაში პრაქტიკულად ცრუ ფორვარდია. "ვერონასთან" თავური დარტყმით გატანილი გოლი აჩვენებს, რომ ეს ბიჭი ბრწყინვალეა", - თქვა "რომას", მილანის "ინტერის", "მილანის", "პარმას", "ვერონას", მადრიდის "რეალის" "პარმას", "სამპდორიას" და იტალიის ნაკრების ყოფილმა შემტევმა.
ანტონიო კასანოს იტალიის სერია A და ესპანეთის ლა ლიგა აქვს მოგებული, მისი ტიტულების ყულაბაში ასევე იტალიის ორი სუპერთასია. ეროვნული გუნდის მაისური მან 39 შეხვედრაში მოირგო და 10 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში სადებიუტო შეხვედრაში, "ჰელას ვერონას" კარში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. შემდეგ შეხვედრას 21 წლის ამომავალი ქართველი ვარსკვლავის გუნდი "მონცას" წინააღმდეგ 21 აგვისტოს გამართავს.

სხვა სტატიები