Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ასისტენტია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ასისტენტი გახდა.

კვარამ იტალიის ჩემპიონატში გატარებულ სადებიუტო სეზონში 10 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც სერია A-ში საუკეთესო შედეგია.

ქართველ ფეხბურთელს ბოლო ტურამდე რამდენიმე კონკურენტი (ლეაო, მილინკოვიჩ-სავიჩი, კოსტიჩი, ზელინსკი) ჰყავდა, რომელთა ანგარიშზე 8-8 ასისტი იყო, თუმცა შედეგის გაუმჯობესება ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო.

ხვიჩამ ნეაპოლური გუნდის მაისურით სულ 42 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები