Belive

რუდი გარსია: ,,სჯობდა, კვარა მოედანზე გამოსულიყო მაშინ, როცა მეტოქეები დაიღლებოდნენ''

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ,,სასუოლოსთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,მოვიგეთ და 6 ქულა დაგვიგროვდა. ფაქტობრივად, რისკის ქვეშ არ ვყოფილვართ, ეს ყველაფერი დადებითია, მაგრამ შეტევაში უკეთესი თამაშიც შეგვეძლო. მგონი, დღეს ჩვენი დარტყმების 20%-იც კი არ იყო ზუსტი, ასე რომ თუ კარში ვერ დაარტყამ, გოლსაც ვერ გაიტან...

 

ოსიმენზე, რომელმაც პენალტი რასპადორის დაუთმო - ეს ნიშნავს, რომ ოსიმენი გუნდზე ფიქრობს და არა მხოლოდ საკუთარ თავზე, რაც მომწონს... რასპადორი არის შემტევი, რომელსაც თავდასხმაში შეუძლია, ნებისმიერი როლი შეასრულოს, ის გაიტანს გოლებს და საგოლე პასებსაც გააკეთებს.

 

კვარამ სეზონისთვის მზადების პროცესში 5-დან მხოლოდ 2 კვირა ივარჯიშა, ამიტომ მისთვის სჯობდა, მოედანზე გამოსულიყო მაშინ, როცა მეტოქეები დაიღლებოდნენ. ის დაბრუნდა და ეს ნაპოლისთვის კარგი ამბავია.

 

რასპადორი არ არ არის ფეხბურთელი, რომელიც მარჯვნივ ან მარცხნივ იდგება, მას მეტი მოძრაობა სჭირდება. იგივე ეხება კვარაცხელიას, მას მეტოქე მუდმივ გაურკვევლობაში უნდა ჰყავდეს.და არაპროგნოზირებადი იყოს,'' - განაცხადა გარსიამ.

სერია A-ს მე-2 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,სასუოლოს'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. კვარაცხელია მატჩში 61-ე წუთზე ჩაერთო და საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

სხვა სტატიები