ჩელსისთან მარცხის შემდეგ პირს მორგანმა მაიკლ კერიკი გააკრიტიკა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ გარშემო არსებული კრიზისი და მაიკლ კერიკის მიმართ გაზრდილი ზეწოლა ინგლისურ პრესასა და სოციალურ ქსელებში მთავარი განხილვის საგანია. „ჩელსისთან“ წაგების შემდეგ მანჩესტერი და მისი თავკაცი ცნობილმა ტელეწამყვანმა პირს მორგანმა გააკრიტიკა.
მორგანმა კერიკის მატჩისშემდგომ კომენტარზე გაამახვილა ყურადღება:
„დღევანდელი შეხვედრიდანაც გამოჩნდა, რომ ბიჭებს თამაში სწორად ჰქონდათ გააზრებული. უბრალოდ, ბევრი რამ ჩვენს საწინააღმდეგოდ მოხდა“ - მაიკლ კერიკი
პირს მორგანმა „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას კონკრეტული ალტერნატივა შესთავაზა და კლუბს ანტონიო კონტეს მიწვევისკენ მოუწოდა. მისი აზრით, ამჟამინდელ რთულ ვითარებაში გუნდს ტაქტიკოსი და მებრძოლის ხასიათის მქონე სპეციალისტი სჭირდება და არა ფსიქოთერაპევტი.
„2:0 წააგეთ! კერიკი სრულიად მოწყვეტილია რეალობას და აშკარად ვერ უმკლავდება დაკისრებულ პასუხისმგებლობას. „იუნაიტედს“ კონტესნაირი მებრძოლი სჭირდება და არა ფსიქოთერაპევტი“ - პირს მორგანი
კონტეს ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს, იტალიელი „ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ ხელმძღვანელობდა, ბოლოს კი „ნაპოლის“ წვრთნიდა. მიუხედავად იმისა, რომ კერიკის პოზიციები ყოველდღიურად უფრო ირყევა, კლუბში ვითარების სასწრაფო გამოსწორებაზე ფიქრობენ, თუმცა კონტეს კანდიდატურა და სხვა შესაძლო ცვლილებები კვლავ აქტიური განხილვის საგნად რჩება.