ჩელსისთან მარცხი მძიმე აღმოჩნდა - ჰანსი ფლიკმა 2 ანტირეკორდი დაამყარა
ჩემპიონთა ლიგის (ლიგის ფაზა) მეხუთე ტურში ლონდონის ჩელსიმ ბარსელონას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ინგლისელებმა ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს კატალონიელებს. ბრწყინავდა ჩელსის 18 წლის ბრაზილიელი ესტევაო, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა და მთელი მატჩის განმავლობაში არიგებდა უმწვავეს გადაცემებს, სამაგიეროდ ჩრდილში იყო ლამინე იამალი.
ეს მარცხი ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჰანსი ფლიკისთვის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 2 პირადი ანტირეკორდი დაამყარა.
ეს წაგება (3:0) ჰანსი ფლიკისთვის სამწვრთნელო გამოცდილებაში ყველაზე დიდი მარცხია ჩემპიონთა ლიგაზე
ფლიკის სამწვრთნელო კარიერაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის თამაშში გოლის გატანა ვერ შეძლო.
🚨 𝗗𝗜𝗗 𝗬𝗢𝗨 𝗞𝗡𝗢𝗪: Last night's 3-0 defeat to Chelsea was Hansi Flick's biggest ever loss in the Champions League.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) November 26, 2025
It's also the first time that one of his teams fail to score in a match. pic.twitter.com/fXgXa2pEq2
5 ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ცხრილში, ჩელსი 10 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო ბარსელონა მე-15 ადგილზეა და ამ მომენტისთვის, ერთი დამატებითი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, დარჩენილ 3 შეხვედრაში მაქსიმალური ქულების მოპოვება მოუწევს.
ბარსელონა შემდეგ ჩემპიონთალიგურ მატჩს 10 დეკემბერს, 'ნოუ კამპზე' აინტრახტის წინააღმდეგ გამართავს.