Belive

ჩელსი გარნაჩოს კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის ჩელსი და ალეხანდრო გარნაჩო კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ. წყაროს მტკიცებით, კლუბებს შორის შეთანხმების შემთხვევაში, გარნაჩო უახლოეს დღეებში არისტოკრატების ფეხბურთელი გახდება.

გარნაჩოს მომავალი ოლდ ტრაფორდზე მას შემდეგ გახდა ბუნდოვანი, რაც ამ ზაფხულს რუბენ ამორიმმა ღიად მიანიშნა, რომ მადრიდის ატლეტიკოს ყოფილ ფეხბურთელზე იმედებს აღარ ამყარებს. შედეგად, გარნაჩომ მანჩესტერ იუნაიტედის პრე-სეზონი გამოტოვა და ახალი კლუბის ძიებაშია.

ჩელსი და გარნაჩო პირად დეტალებზე შეთანხმდნენ, მაგრამ კლუბებს შორის სატრანსფერო ღირებულება ჯერ არ შეთანხმებულა. მანჩესტერ იუნაიტედს 21 წლის ვინგერის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის მიღება სურს, არისტოკრატები კი მზად არიან 40 მილიონი გადაიხადონ.

არგენტინელი ვინგერი მანჩესტერ იუნაიტედში 2022 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში, პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 93 მატჩში, 16 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები