Belive

ჩალჰანოღლუ: ,,მე მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი ვარ''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

DAZN-თან ინტერვიუში ,,ინტერის'' ნახევარმცველს, ჰაკან ჩალჰანოღლუს, თავის პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების დასახელება სთხოვეს:

ჟურნალისტი: ტონი კროოსი?

ჩალჰანოღლუ - მესამე!

ჟურნალისტი: ენცო ფერნანდესი?

ჩალჰანოღლუ - მეხუთე!

ჟურნალისტი: როდრი?

ჩალჰანოღლუ - მეორე!

ჟურნალისტი: კიმიხი?

ჩალჰანოღლუ - მეოთხე!

ჟურნალისტი: ჩალღანოღლუ?

ჩალჰანოღლუ - პირველი!

რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ მსოფლიოში საუკეთესო რეჯისტა ვიყავი, მაგრამ არავინ დამიჯერა... თუმცა, მე ჩემი თვისებების შესახებ ვიცი და არავის მეშინია.

რატომ მიმაჩნია ასე? ვერავინ იტანს ისეთ გოლებს, როგორსაც მე... არასდროს ვაკეთებ 5-მეტრიან პასებს, ყოველთვის ვცდილობ ისეთი გადაცემები გავაკეთო, რომელიც მომენტს შეგვაქმნევინებს.'' - ჰაკან ჩალჰანოღლუ

მიმდინარე სეზონში ჩალჰანოღლუს ანგარიშზე ,,ინტერის'' მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

29 წლის ნახევარმცველს ,,ნერაძურისთან'' კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები