Belive

ბუკაიო საკას მორიგი მიღწევა - ინგლისელი პრემიერ ლიგის საუკეთესოთა შორის მოხვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "არსენალის" შემტევი, ბუკაიო საკა ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ახალგაზრდების სიაში ჩაეწერა.

ინგლისის ელიტარული საფეხბურთო დივიზიონის მე-7 ტურის გადადებულ მატჩში, რომელშიც "არსენალმა" "ევერტონი" - 4:0 დაამარცხა, 21 წლის ფეხბურთელმა გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რის შემდეგაც ისტორიაში მეექვსე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგაში სულ მცირე 50 გოლში მიიღო მონაწილეობა - 27 გოლი და 24 საგოლე პასი. აქამდე, ახალგაზრდულ ასაკში ასეთი მიღწევის დაფიქსირება მხოლოდ ხუთმა ფეხბურთელმა მოახერხა.

მიმდინარე სეზონში, ბუკაიო საკას პრემიერ ლიგაში 33 მატჩში 11 გოლის გატანა და 9 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. რაც შეეხება "არსენალს" მათ 25 ჩატარებულ შეხვედრაში 60 ქულა აქვთ დაგროვებული და გათამაშებას უახლოეს მდევარ "მანჩესტერ სიტისთან" 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.

სხვა სტატიები