ბუდუ ბუნდესლიგაში დარჩა! ქართველი ფეხბურთელის შეფასება ელვერსბერგთან მატჩში
ბუნდესლიგის სარელეგაციო პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმმა ელვერსბერგი 2:1 დაამარცხა, რის შედეგადაც 2 მატჩის ჯამში 4:3 იმარჯვა და ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
თამაშში ქართველი ფეხბურთელი 23-ე წუთზე ჩაერთო. ბუდუმ Sofascore-სგან 6.7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. მან კარისკენ 2-ჯერ დაარტყა, 15-დან 8 ზუსტი გადაცემა გააკეთა (53%) და 11-დან 4 დუელი მოიგო.
6.5 ქულით შეაფასა ზივზივაძის თამაში Flashscore-მა.
ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგის სეზონი 29 ქულით მე-16 პოზიციაზე დაასრულა.
ბუდუმ გერმანული კლუბის მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
INCROYABLE.
— Media Bayern France (@MediaBayernFR) May 26, 2025
Paul Wanner offre une passe décisive à la dernière minute à Scienza pour permettre à Heidenheim de se maintenir dans le barrage de Bundesliga. 🤯🤯🤯🎯 pic.twitter.com/aoUgRvAjJp