Belive

ბრუნო ფერნანდეში: "ალ ჰილალის პრეზიდენტმა დამირეკა, თუმცა..."

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედისა და პორტუგალიის ნაკრების 30 წლის ვარსკვლავმა - ბრუნო ფერნანდეშმა, ჟურნალისტებთან მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას კლუბიდან წასვლა არ სურს.

"რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ტელეფონზე მირეკავდნენ, რომ ვუპასუხე, ოფიციალური საუბარი დამიწყეს - ვიკითხე და მითხრეს, რომ ალ ჰილალის პრეზიდენტი იყო და დაინტერესებული იყო ჩემი ტრანსფერით.

ბევრ დეტალზე არ გვისაუბრია, უბრალოდ მათ შემომთავაზეს დამესახელებინა თანხა, რომელიც ჩემთვის დამაკმაყოფილებელი იქნებოდა და ხელფასის სახით გადამიხდიდნენ - ჩემი პასუხი კი იყო, რომ ჯობდა კლუბთან ესაუბრათ, რადგან თუ კლუბი არ აპირებს ჩემს გაშვებას, მე ჩემი ნებით არ დავტოვებ ამ კლუბს. ჩემი მიზანი აქ დარჩენაა..." - ბრუნო ფერნანდეში

შეგახსენებთ, რომ ბრუნო "წითელი ეშმაკების" ღირსებას 2020 წლიდან იცავს, რა პერიოდშიც მან 290 მატჩი ჩაატარა, სადაც 98-ჯერ გოლის გატანა, ხოლო 86-ჯერ საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. იგი ბოლო წლებია, რაც მანჩესტერ იუნაიტედის ლიდერად გვევლინება.

სხვა სტატიები