Belive

ბრიტანული მედია : "მანჩესტერი კვარაცხელიას იჯარით დამატებას ცდილობს"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლო საათების განმავლობაში აქტიურად იწერება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას ცდილობს. 

ბრიტანულ პრესაში "წითელ ეშმაკებზე" და ქართველ გარემარბზე აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას. GOAL-ის თქმით, შესაძლოა მანჩესტერელებმა "კვარადონა" იანვარში დაიმატონ. ინგლისური კლუბი ხვიჩას იჯარის წესით დამატებას გეგმავს.  

The Sun-ის თქმით, "მანჩესტერი" მას შემდეგ დაინტერესდა კვარაცხელიათი, რაც ანტონი ყოფილ შეყვარებულზე ძალადობაში დაადანაშაულეს. როგორც მოგეხსენებათ, კონფლიქტია ჯეიდონ სანჩოსა და ერიკ ტენ ჰაგს შორის. ახალგაზრდა ინგლისელს გუნდის შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს. ამ ყველაფრის ფონზე, ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ჭორები, რომ "იუნაიტედი" ახალი შემტევის სახით კვარაცხელიას დაიმატებს. 

 

სხვა სტატიები