Belive

ბრედლი ბარკოლას კონტრაქტის გაწყვეტა დაუყოვნებლივ სურს

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენის ფრანგ ფეხბურთელს ბრედლი ბარკოლას გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ის პსჟ-ში დარჩენას არ აპირებს და მათთან კონტრაქტის გაწყვეტა დაუყოვნებლივ აქვს გადაწყვეტილი, ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'equipe ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის წასვლის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბარკოლა გუნდში მე-12 მოთამაშის როლში იყო და ხშირად თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა, ჩემპიონთა ლიგის ორივე ფინალშიც ასე მოხდა.

ბრედლი ბარკოლას მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს, ესენია: ლივერპული, არსენალი, ბაიერნი და ჩელსი.

ბრედლი ბარკოლა პსჟ-ში 2023 წლიდან ასპარეზობს, რა დროშიც 152 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 39 გოლი, 37 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ამ დროის განმავლობაში ფრანგმა ფეხბურთელმა არაერთი ტიტული მოიგო, ესენია: 2 ჩემპიონთა ლიგა, 3 ლიგა 1, 1 უეფას სუპერთასი, 1 საკონტინენტთაშორისო თასი, 2 საფრანგეთის თასი და 3 საფრანგეთის სუპერთასი.

სხვა სტატიები