ბრედლი ბარკოლა არსენალში?
არსენალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბრედლი ბარკოლას დამატებას სერიოზულად განიხილავს. „Sky Germany“-ის ინფორმაციით, ლონდონურმა კლუბმა უკვე დაიწყო მუშაობა ვინგერის დამატებაზე და მას ზაფხულის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ მიიჩნევს.
მიკელ არტეტას სურს, რომ ახალი სეზონის წინ შეტევითი ხაზი კიდევ უფრო გააძლიეროს. კლუბში ფიქრობენ, რომ ბარკოლა თავისი სისწრაფით, დრიბლინგითა და ერთ-ერთზე თამაშით არსენალის შეტევას ახალ ენერგიას შესძენს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს შეტევაში უკვე ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი ჰყავს, მარცხენა ფლანგზე კონკურენციის გაზრდა მაინც პრიორიტეტად რჩება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის წარმომადგენლებთან პირველი კონტაქტი უკვე შედგა, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა და ოფიციალური შეთავაზება გაკეთებული არ არის.
🚨 Arsenal have added Bradley Barcola to their shortlist for the summer window. 🇫🇷👀
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) May 10, 2026
The PSG winger is attracting serious interest across Europe, with Bayern, Barcelona and Liverpool all monitoring his situation closely. ✨
Arsenal are prioritising a major addition on the left… pic.twitter.com/8L6m8Gdjkd
22 წლის ფრანგის საკუთარ გუნდში ხილვა არსენალთან ერთად ჰანსი ფლიკსა და არნე სლოტსაც უნდა.
ბარკოლა პარიზულ გუნდში 2023 წელს ლიონის ოლიმპიკიდან გადავიდა და მას შემდეგ გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. პარიზულ კლუბში ჩატარებულ 148 მატჩში მან 38 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა შეასრულა. ტრანსფერის ალბათობას ზრდის ის ფაქტი, რომ ბარკოლა როტაციის ფეხბურთელია და ხშირად სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება, მაღალი კონკურენციის გამო.
ფრანგ ვინგერს პსჟ-სთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, ამიტომ მისი დამატება მარტივი არ იქნება. თუმცა ევროპის ტოპ-კლუბების ინტერესის გამო, ზაფხულში ბარკოლას ტრანსფერი შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცეს.