Belive

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი: ,,ნეიმარი მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესოა''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, დორივალ ჟუნიორის თქმით, ნეიმარს ეროვნულ გუნდში დაბრუნება გამოჯანმრთელებისთანავე შეუძლია.

,,ნეიმარის გუნდში დაბრუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია! ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ეს კარგად ესმის. ნეიმარი მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესოა.

იმედი გვაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება. იმის გათვალისწინებით, რასაც ეროვნულ ნაკრებში მიაღწია, რა თქმა უნდა, გუნდში ადგილი ექნება, მაგრამ, მშვიდი, თავდაჯერებული და, რაც მთავარია, კონცენტრირებული უნდა იყოს. ის გამოჯანმრთელებისთანავე შეძლებს, ნაკრების ნაწილი გახდეს. - დორივალ ჟუნიორი

უკვე ცნობილია, რომ ურუგვაისთან მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის გამო, ნეიმარი ,,სელესაოს'' კოპა ამერიკაზე ვერ დაეხმარება.

დორივალ ჟუნიორმა ბრაზილიის ნაკრებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 23 მარტს, ინგლისთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგება.

სხვა სტატიები