Belive

ბრაზილიელებმა ნომრები გაინაწილეს - რას ჩაიცვამს ნეიმარი?

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ნაკრებმა ოფიციალურად დაადასტურა ის, თუ ვის რა ნომერი მიენიჭება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მყოფებს შორის. ამით ბოლო მოეღო შეტევის ხაზის გარშემო არსებულ სპეკულაციებს. მიუხედავად ფიზიკური მდგომარეობის პრობლემებისა და საბოლოო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლისა, ნეიმარს კვლავ გადაეცა ლეგენდარული 10-ნომრიანი მაისური.

ვარსკვლავი 100%-ით ფორმაში არ არის და წვივის ტრავმის გამო, სელესაოს გახსნით მატჩში მონაწილეობა საეჭვოა, მაგრამ მას მაინც უმნიშვნელოვანეს მაისურს ჩააცვამენ.

ეს სანტოსის ვარსკვლავისადმი რწმენის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა, ნეიმარი ბრაზილიის სულიერ ლიდერად რჩება. რეალ მადრიდის სუპერვარსკვლავ ვინისიუსს მე-7 ნომერი მიენიჭა, ხოლო კაზემირო, მთელი ტურნირის განმავლობაში, მე-5 ნომრიან მაისურს ატარებს.

ბრაზილიის ნაკრებმა ფეხბურთელების ნომრები პატარა ანიმაციის საშუალებით გამოაცხადა:

სხვა სტატიები