ბრაზილიას ვესლი ფრანკა გამოაკლდა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ვესლი ფრანკა ეგვიპტესთან გამართული ამხანაგური მატჩის დროს დაზიანდა. რომას განაპირა მცველი ანჩელოტის 26-კაციან განაცხადში ერთადერთი ნომინალური მარჯვენა მცველი იყო. ტრავმის სიმძიმისა და სირთულის შესახებ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ (CBF) განაცხადა, მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ (MRI) მარცხენა ბარძაყის კუნთის დაზიანება დაადასტურა.
როგორც მოსალოდენილი იყო, ვესლი მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადიდან ამოირიცხა და მის ნაცვლად ნაკრებში ედერსონი გამოიძახეს.
🚨🇧🇷 Breaking: Carlo Ancelotti call Éderson to replace Wesley at the World Cup for Brazil!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 7, 2026
Atalanta’s midfielder joins immediately and then he will sign as Manchester United new player in July. #MUFC pic.twitter.com/2vkDkGdoRC
ახლა ანჩელოტის ფლანგის პრობლემის მოგვარება უნივერსალური მცველების, დანილოსა და იბანიესის დახმარებით მოუწევს,
შეგეხსენებთ, რომ ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის პირველ მატჩს შაბათს მაროკოს წინააღმდეგ გამართავს.