ბრაზი და უპატივცემულობა | რეალმა ბარსელონას საპატიო დერეფანი არ გაუკეთა
ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, ბარსელონამ 'სამეფო კლუბი' 3:2 დაამარცხა და ესპანეთის სუპერ თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალის ფეხბურთელები ძალიან გაბრაზებულები იყვნენ, რამაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კერძოდ, 'სამეფო კლუბის' ფეხბურთელები, საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე არსებულ ბოთლებსა და სხვადასხვა ინვერტარებს ფეხებს ურტყამდნენ და ბრაზს ვერ მალავდნენ.
😂 Esto que ha sido pic.twitter.com/4c5mmp1hmp
— Som I Serem FCB (@Somhiseremfcb) January 11, 2026
ამ ყველაფრის შემდეგ იყო დაჯილდოება, სადაც ორივე გუნდის ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები დაჯილდოვნენ. მადრიდის რეალის დაჯილდოების შემდეგ, კილიან მბაპემ თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ მოედანი მალე დაეტოვებინათ, რადგან ბარსელონასთვის საპატიო დერეფანი არ მოეწყოთ.
საბოლოოდ ასეც მოხდა, 'სამეფო კლუბმა' ჩემპიონ ბარსელონას საპატიო დერეფანი არ მოუწყო და მოედანი დაჯილდოების შემდეგ დატოვეს.
Madrid did not give Barca the Guard of Honor. Lousy losers! Zero sportsmanship, zero professionalism. Most pathetic club of footballers. pic.twitter.com/ac08gE1xh0
— Barça Touchline (@BarcaTouchline) January 11, 2026
🚨 Here's the PROOF of Kylian Mbappe asking his teammates not to form a 'guard of honour' for the Barça players. Disgraceful behavior! pic.twitter.com/NmcdoVv6uT
— BarçaTimes (@BarcaTimes) January 11, 2026
ამ ფაქტსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოეხმაურება უკვე მოჰყვა და სხვადასხვა მედიასაშუალებები წერენ, რომ მსგავსი ქმედება არ შეიძლება და ეს ყველაფერი მეტოქე გუნდის უპატივცემულებაა.