Belive

"ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უდანაშაულოები ვართ" - პეპ გვარდიოლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერის სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მისი გუნდისთვის წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

"ასტონ ვილასთან" გასამართ შეხვედრამდე ესპანელი სპეციალისტი ტრადიციულად პრესკონფერენციაზე გამოჩნდა. ალბათ გასაკვირი არაა, რომ პეპის მიმართ "სიტის" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე უამრავი კითხვა გაისმა.

"ბრალი არ დაუმტკიცებიათ და უკვე ჩვენს დასჯაზე ფიქრობენ. როგორც კლუბის წარმომადგენლებმა მითხრეს, ჩვენ უდანაშაულონი ვართ. პრემიერ ლიგის დანარჩენი 19 კლუბი ისე გვადანაშაულებს, რომ საკუთარი პოზიციის დაცვის საშუალებასაც არ გვაძლევენ." - განაცხადა პეპმა.

"გაგვიმართლა, რომ ვცხოვრობთ საოცარ ქვეყანაში, სადაც ყველა უდანაშაულოა, სანამ ბრალი არ დამტკიცდება. არ ვიცი, რა მოხდება. მეორეს მხრივ ბედნიერი ვარ, რომ თავდაცვის საშუალება გვექნება. ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უდანაშაულოები ვართ."

"ქვეყნდება სტატიები, სადაც წერენ, რომ ჩვენ ქვედა დივიზიონში უნდა გაგვაგდონ. ჩვენ აქამდეც ვყოფილვართ დაბალ დივიზიონებში და თუ იქ გაგვიშვებენ, დავბრუნდებით კიდეც." - ამბობს პეპი.

შეგახსენებთ, რომ ოთხწლიანი გამოძიების შემდეგ, პრემიერ ლიგამ “მანჩესტერ სიტი” ფინანსური წესების დარღვევაში დაადანაშაულა. თუ ბრალდება დადასტურდა, მარტინ ზიგლერის თქმით, “ქალაქელებს” მთელი რიგი სანქციები ელით.

სხვა სტატიები