Belive

"მადლობა კაპიტანო..." - მარსელი პაიეს ემშვიდობება

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "მარსელის" 36 წლის ფეხბურთელმა - დიმიტრი პაიემ, 6 წლიანი კარიერის შემდეგ "მარსელი" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. 

მან კლუბიდან წასვლის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

დიმიტრი პაიე "მარსელის" შემადგენლობაში პირველად 2013-2015 წლებში თამაშობდა, მას შემდეგ იგი "ვესტ ჰემში" გადავიდა, თუმცა ზუსტად 2 წლის შემდეგ, 2017 წლის ივლისში იგი კლუბში დაბრუნდა და მას შემდეგ მარსელურ კლუბს კაპიტნობდა. 

პაიემ "მარსელში" ჯამში 326 მატჩი ჩაატარა, სადაც 78 გოლისა და 95 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დიმიტრი პაიემ "მარსელის" ღირსება ლეგენდის სახელით დატოვა. 

ამ ფაქტის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი "მარსელის" პრეზიდენტმა - პაბლო ლონგორიამ გააკეთა. 

 

"პაიეს მინდა ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო. მთელი ამდენი წლის განმავლობაში მან კლუბს არაერთი ბედნიერება და სასიხარულო წუთები აჩუქა.

ბედნიერი ვარ, რომ პაიე კლუბუდან ლეგენდის სახელით მიდის. მან ამდენი წლის განმავლობაში დაგვანახა ნამდვილი სიყვარული, ერთგულება და ყველაფერი კარგი.

მინდა მომავალში მას დიდი ბედნიერება ვუსურვო. დიმიტრიმ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ერთი დიდი ოჯახის კარები მისთვის მუდმივად ღიაა." - პაბლო ლონგორია

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს ვეტერანი ფრანგი კარიერას. ის კი ცხადია, რომ დიმიტრი პაიე თავისუფალი აგენტი იქნება და მისი შეძენისთვის არაერთი კლუბი იბრძოლებს. 

სხვა სტატიები