ბოლო 60 წლის საუკეთესო შედეგი - ლამპარდის ისტორიული მიღწევა ქოვენთრიში
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ჩელსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ამჟამად ჩემპიონშიპური გუნდის "ქოვენთრის" მთავარმა მწვრთნელმა - ფრენკ ლამპარდმა, ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
კერძოდ, მისი გაწვრთნილი ქოვენთრი ჩემპიონშიპის ახალ სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება. კერძოდ, მათ საწყის 3 ტურში 3 გამარჯვება აქვთ, სადაც 12 გოლი გაიტანა და მხოლოდ 4 გაუშვა.
3 თამაშში 12 გოლი - ასეთი რამ ჩემპიონშიპის ბოლო 60 წლიან ისტორიაში არასოდეს მომხდარა - ინგლისში კი უკვე ძალიან აქტიურად დაიწყეს საუბარი, რომ ფრენკ ლამპარდისგან ძალიან კარგი მწვრთნელი ჩამოყალიბდა.
Frank Lampard's Coventry City have become the first team to score 12+ goals in their opening three games of a second-tier season in England in over 60 years ⚽️ pic.twitter.com/Jz1Hg7IQQg
— Football on TNT Sports (@footballontnt) August 25, 2025
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 'დიდმა ფრენკმა' სამწვრთნელო კარიერა ჩელსის ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნით დაიწყო, შემდეგ იგო დერბი, შემდეგ ჩელსის ძირითადი გუნდი, შემდეგ ევერტონი, შემდეგ დროებითი პაუზა ჰქონდა და ჩელსისი მენეჯერად დაბრუნდა, ახლა კი სამწვრთნელო კარიერას დიდებულად უბრუნდება და 3 განვლილი ტურის შემდეგ, 3/3 გამარჯვებით მისი კლუბი მესამე პოზიციას იკავებს.
ბრიტანულ მედიაში აქტიურად იწრება იმის შესახებ, რომ თუ ლამპარდი შეძლებს და მის კლუბს მთელი სეზონის მანძილზე ასეთი მაღალი დონის ფეხბურთს ათამაშებს, მასზე მომავალი სეზონიდან უამრავი განდი ინადირებს.