Belive

ბლანი ოქროს ბურთზე: ,,ხშირად ხდება ისეთი სიურპრიზი, როცა ჯილდოს ის ვერ იღებს, ვისაც ელოდები''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლორან ბლანმა, ისაუბრა უსმან დემბელეზე, რომელიც წელს ოქროს ბურთის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა:

,,დემბელეს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ყველაფერი მოიგო... უსმანი ოქროს ბურთის მოგებისთვის ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

თუმცა, ხშირად ხდება ისეთი სიურპრიზი, როცა ჯილდოს ის ვერ იღებს, ვისაც ელოდები.'' - ლორან ბლანი

2024-2025 წლების სეზონში დემბელეს ანგარიშზე პარი სენ ჟერმენის მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 33 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

ფრანგმა შემტევმა პარიზულ კლუბთან ერთად ლიგა 1-ის, ჩემპიონთა ლიგისა და საფრანგეთის თასის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები