Belive

Bild - დანი ოლმოს მომავალი გუნდი ბარსელონა იქნება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლაიფციგის'' შემტევმა, დანი ოლმომ, კარიერა, შესაძლოა, ,,ბარსელონაში'' გააგრძელოს. ინფორმაციას Sport Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ესპანელი მომავალ ზაფხულს გერმანულ კლუბს დატოვებს.

ესპანურ მედიაში რამდენიმე თვის წინ დაიწერა, რომ კატალონიური გუნდის წარმომადგენლები (მათ შორის ხავიც) ოლმოს კატარში, მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ და ,,ბარსელონაში'' გადასვლაში დაარწმუნეს.

ოლმოს ,,ლაიფციგთან'' კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო თანხა 60-65 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში 25 წლის შემტევის ანგარიშზე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

 

სხვა სტატიები