Belive

betlive მასტერ ლიგის სუპერ თასის ფინალი 21 აპრილს გაიმართება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

21 აპრილს, 21:00 საათზე, "მასტერ ლიგა არენაზე" betlive მასტერ ლიგის სუპერ თასის ფინალი გაიმართება. ფინალურ მატჩში Master Cup 2022-ის გამარჯვებულისა და Master League 2022 წლის სეზონის ჩემპიონის დაპირისპირება შედგება.

Master Cup 2022-ის გამარჯვებული "თბილისის მერია" - ხოლო Master League 2022 წლის სეზონის ჩემპიონი "კავკასიის ავტო იმპორტი" გახდა.

აღსანიშნავია, რომ Master Cup 2022-ის ფინალში, "თბილისის მერიისა" და "კავკასიის ავტო იმპორტის" მატჩი გაიმართა. ფინალური შეხვედრა "თბილისის მერიის" გამარჯვებით (5:0) დასრულდა.

რაც შეეხება Master League 2022 წლის სეზონს - ჩემპიონის გამოსავლენად გამართულ ფინალურ მატჩში "კავკასიის ავტო იმპორტმა" – "ინტერსპორტს" 3 უპასუხო გოლი გაუტანა და 2022 წლის სეზონის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. 

შეგახსენებთ, betlive მასტერ ლიგის სუპერ თასის ფინალი 21 აპრილს, 21:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა, betlive.com-ის facebook გვერდზე იქნება შესაძლებელი.