Belive

თბილისში საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი Socca Grand Prix 7 გაიმართება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

11-15 სექტემბერს, ა(ა)იპ 7x7 ფეხბურთის ასოციაციის, ა(ა)იპ სოკა ჯორჯიასა და International Socca Federation-ის ორგანიზებით საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი Socca Grand Prix 7 გაიმართება, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს.

საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას 13 ქვეყნის 16 საფეხბურთო გუნდი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 4 წარმომადგენელი ეყოლება - წილისყრა 3 სექტემბერს გაიმართა და მონაწილე გუნდები ქვეჯგუფებში გადანაწილდა.

Socca Grand Prix 7-ის ჩასატარებლად მზადება და მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს. ხელშეკრულება და პარტნიორობა ასევე მოიცავს, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში აღნიშნული ჩემპიონატი კვლავ საქართველოში ჩატარდება.

Socca Grand Prix 7-ის მხარდამჭერები და პარტნიორები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და betlive მასტერლიგის გენერალური სპონსორი და ძირითადი მხარდამჭერი, კომპანია betlive არიან.