ბეტისმა ვილიარეალს მოუგო | რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ?
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მე-20 ტურში ბეტისმა ვილიარეალს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. სევილიელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და სტუმრებისთვის შანსი არ მიუციათ.
გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ზედიზედ ორ მატჩი ჰქონდა გატანილი, ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა. ქართველმა მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარში და მეკარემ აჯობა. მიქაუტაძის შეფასება 6.2-დან 6.4-დე იყო (SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მიხედვით).
'ყვითლები' 76-ე წუთიდან 10 კაცით დარჩნენ, მსაჯმა კომესანიას, უხეში თამაშისთვის, პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. მეორე გოლიც სწორედ ამის შემდეგ (83-ე წუთზე) მიიღეს.
ვილიარეალი ისევ მესამე ადგილზეა და 24 იანვარს, შემდეგ ტურში, რეალ მადრიდს უმასპინძლებს.
Final en Sevilla.#RealBetisVillarreal pic.twitter.com/sK640Rd94v
— Villarreal CF (@VillarrealCF) January 17, 2026