Belive

ბეტანკორი: "ამ დღეზე ბავშვობიდან ვოცნებობდი - ამ დღის გამო ღირდა მთელი კარიერა"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა დელ რეის 1/8-ფინალში უდიდესი სენსაცია დაფიქსირა. ალბასეტემ, რომელიც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-17 პოზიციაზე იმყოფება, თასიდან მადრიდის რეალი გამოაგდო.

ალბასეტემ 'სამეფო კლუბი' 3:2 დაამარცხა და თასის 1/4-ფინალში გავიდა, ალვარო არბელოა კი 'სამეფო კლუბში' სამწვრთნელო კარიერას ჯოჯოხეთურად იწყებს.

მატჩის მთავარმა გმირმა და დუბლის ავტორმა - ხეფტე ბეტანკორიმ გამარჯვების შემდეგ ძალიან ემოციურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მომენტი ღირდა მთელ კარიერად.

"ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც მთელს საფეხბურთო კარიერაში გადამხდენია. ეს არის ის, რაზეც ფეხბურთზე შესვლის დღიდან ვოცნებობდი და უბედნიერესი ვარ.

რეალს ორი გოლი გავუტანე და ისინი ასპარეზობიდან გამოვთიშეთ, არც კი მჯერა, ეს რა გავაკეთეთ. დიახ, ჩვენ ეს შევძელით, ერთიანობით, მონდომებითა და ბოლომდე ბრძოლით..." - ხეფტე ბეტანკორი

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში მარცხის შემდეგ, მადრიდის რეალმა კლუბიდან ხაბი ალონსო დაითხოვა, რადგან ფლორენტინო პერესს მისი მუშაობა და შედეგები არ მოსწონდა, ახლადმოყვანილმა ალვარო არბელოამ კი სადებიუტო თამაშში მეორე დივიზიონის მე-17 ადგილზე მყოფ გუნდთან წააგო და რეალი სამეფო თასიდან გამოეთიშა.

საინეტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები 'სამეფო კლუბში'...

სხვა სტატიები