Belive

ბერნარდუ სილვა იმედოვნებს, რომ ბარსელონაში გადასვლას ისევ შეძლებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ, კარიერა, შესაძლოა, ,,ბარსელონაში'' გააგრძელოს. თუმცა, ფეხბურთელის გარემოცვა მოლაპარაკებების მიმდინარეობით უკმაყოფილოა, რადგან ახლა შეთანხმება იმავე დონეზეა, რაზეც ორი თვის წინ იყო - კატალონიელებს ,,ქალაქელებისთვის'' ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ. ,,სიტი'' პორტუგალიელს იმ შემთხვევაში შეელევა თუ მასში მინიმუმ 80 მილიონ ევროს მიიღებს. ნახევარმცველის აგენტი, ჟორჟე მენდეში კი დარწმუნებულია, რომ ,,ბარსელონაში'' ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება თუ გუნდს ფრენკი დე იონგი დატოვებს. გასულ სეზონში ბერნარდუს ანგარიშზე ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 50 შეხვედრაში 13 გოლი და 7 საგოლე გადაცემა იყო.

სხვა სტატიები