ბექჰემის შვილი მამისგან დამოუკიდებელი შემოსავლებით მილიონერი გახდა
რომეო ჯეიმს ბექჰემი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო "ბრენდის" დევიდ ბექჰემის ოთხ შვილს შორის ასაკით მესამეა, თუმცა ამავე დროს ყველაზე მდიდარი და საინტერესოა, რომ მან ეს არა თუ მისი კიდევ უფრო მდიდარი და წარმატებული მამის დახმარებით, არამედ დამოუკიდებლად, Puma-სთან გრძელვადიანი სპონსორობის ხელშეკრულების მეშვეობით მოახერხა. 19 წლის ინგლისელი ამჟამად "ინტერ მაიამი 2-ში"თამაშობს, იმ კლუბის სტრუქტურაში, რომელიც მის მამას, დევიდს ეკუთცვნის. დეკემბერში მან ხელი მოაწერა კონტრაქტს 1.2 მილიონი ფუნტის ოდენობით (1.394 მილიონი ევრო), რათა გამხდარიყო Puma-ს ახალი სახე და მოედანზე სწორედ გერმანული ბრენდის ეკიპირება მოერგო.
ამ ტიპის მომგებიანი გარიგებები ხშირია ბექჰემების ოჯახში - დევიდმა 2003 წელს უვადო გარიგება Adidas-თან გააფორმა. ცნობილი ხდება, რომ რომეო ჯეიმსიც კონტრაქტის პირობებით 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში PUMA-სთან ითანამშრომლებს. საინტერესოა, რომ ამ ფინანსური სარგებლის შემდეგ, რომეო ჯეიმსმა თავის უფროს ძმას, ბრუკლინს გაასწრო, რომელიც 3.7 მილიონი ფუნტი სტერლინგის მფლობელი იყო.The next generation of Beckhams is here 🤩 Nineteen-year-old Romeo Beckham, a professional with Fort Lauderdale CF, has been signed up by Puma 📝 pic.twitter.com/NWJocWqNn2 — GOAL (@goal) December 23, 2021