Belive

ბექჰემი რეალთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - ინტერ მაიამიში რეალის ერთ-ერთი ვარსკვლავი ითამაშებს?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ცხადია, რომ მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მრავალ ფეხბურთელს გაუშვებს" - ნათქვამია სამეფო კლუბის პრეზიდენტის - ფლორენტინო პერესის განცახდებაში. როგორც ცნობილი გახდა, დევიდ ბექჰემს საკუთარ კლუბ "ინტერ მაიამიში", მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ვარსკვლავი - ხამეს როდრიგესის გადმობირება სურს. კოლუმბიელი ვარსკვლავის შესახებ ბექემი ფლორენტინო პერესს უკვე დაუკავშირდა და მათ კონტრაქტის პირობებზე ისაუბრეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ფლორენტინო პერესი და ბექჰემი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ, MLS-ს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეუერთდება. დევიდ ბექჰემი მადრიდის "რეალში" 2003 წლიდან 2007 წლამდე ირიცხებოდა. ამ პერიოდში მან 116 მატჩი ჩაატარა და 13 გოლის გატანა შეძლო.  

სხვა სტატიები