Belive

ბელინგემმა რეალში გატანილი ფავორიტი გოლი დაასახელა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, კატალონიის ,,ბარსელონას'' კარში გატანილ გოლს მისთვის საუკეთესო უწოდა:

,,ჩემთვის გამორჩეული ბარსელონას კარში გატანილი პირველი გოლია.

ვფიქრობ, ეს საუკეთესოა მათ შორის, რაც აქამდე გამიტანია.'' - ჯუდ ბელინგემი

ლა ლიგის მე-11 ტურში, ,,ბარსელონასთან'' სტუმრად მოგებულ მატჩში (2:1), ბელინგემმა დუბლი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ინგლისელის ანგარიშზე მადრიდული გრანდის მაისურით ჩატარებულ 26 შეხვედრაში 18 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები