Belive

ბელინგემი: ,,მატჩის წინ ანჩელოტი ამთქნარებდა, ვკითხე დაღლილი ხომ არ იყო, მიპასუხა, რომ უნდა გამოგვეფხიზლებინა''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტისთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, კარლო ანჩელოტისთან დიალოგი გაიხსენა:

,,ჩვენი ყველაზე დიდი ძალა ის არის, რომ ანჩელოტი თავისუფლად თამაშის საშუალებას გვაძლევს! ბევრი გუნდი საკუთარ სათამაშო სტილს ძალიან მკაცრად იცავს. ვფიქრობ, ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ შებოჭილები არ ვართ...

მატჩის წინ შევნიშნე, რომ კარლო ამთქნარებდა და ვკითხე, დაღლილი ხომ არ იყო, მან კი მიპასუხა: ,,დაღლილი რომ ვარ, ზუსტად მაგიტომ უნდა გახვიდეთ მოედანზე და თქვენი თამაშით გამომაფხიზლოთ!'' ის გარშემომყოფებში სიმშვიდესა და ნდობას ნერგავს.'' - ჯუდ ბელინგემი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,რეალმა'' ,,მანჩესტერ სიტი'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ნახევარფინალში ,,სამეფო გუნდის'' მეტოქე მიუნხენის ,,ბაიერნი'' იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში ,,არსენალს'' მოუგო.

სხვა სტატიები