Belive

ბელინგემი ლაიპციგთან თამაშს გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ ბელინგემი "ჟირონასთან" მატჩში (4:0) ტრავმის გამო, 57-ე წუთზე შეცვალეს, დღეს კი "რეალმა" განაცხადა, რომ ნახევარმცველს მარცხენა ტერფის ძლიერი დაჭიმულობა აღენიშნება.

La Sexta-ს ინფორმაციის მიხედვით, ბელინგემი 2-3 კვირას გამოტოვებს. ჯუდი, სავარაუდოდ, არ იქნება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ თამაშში ლაიპციგის წინააღმდეგ, ასევე გამოტოვებს ლა ლიგის თამაშებს რაიო ვალეკანოსთან, სევილიასა და ვალენსიასთან. ჟურნალისტი არანჩა როდრიგესი წერს, რომ ბელინგემი 6 მარტს, ლაიფციგთან საპასუხო მატჩისთვის მზად უნდა იყოს.

ბელინგემმა მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალის" მაისურით 29 მატჩში 20 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები