Belive

ბელინგემი: ,,არასდროს დამავიწყდება, როგორ გაიტანა რონალდუმ გოლი კამპ ნოუზე და მაყურებელს დამშვიდებისკენ მოუწოდა''

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' შემტევმა, ჯუდ ბელინგემმა, კატალონიის ,,ბარსელონასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,შეხვედრას კარგ ფორმაში ვხვდები. უბრალოდ, ვიმედოვნებ, რომ ვითამაშებ და სიამოვნებას მივიღებ.

თუ ,,ელ კლასიკოს'' ყველაზე შთამბეჭდავ მოგონებაზე ვსაუბრობთ, არასდროს დამავიწყდება, როგორ გაიტანა რონალდუმ ,,კამპ ნოუზე'' გოლი და მაყურებლებს დამშვიდებისკენ მოუწოდა. ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო.'' - ჯუდ ბელინგემი

ლა ლიგის მე-11 ტურში ,,ბარსელონა'' ,,რეალს'' უმასპინძლებს. მატჩი შაბათს, 28 ოქტომბერს, 18:15 საათზეა ჩანიშნული.

მიმდინარე სეზონში ბელინგემის ანგარიშზე ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები