Belive

ლივერპულის ვარსკვლავი ლეო მესის შეადარეს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკანასკნელ მატჩებში დაფიქსირებული ბრწყინვალე სტატისტიკის შედეგად, "ლივერპულის" ვარსკვლავი - დომინიკ სობოსლაი ლეო მესის შეადარეს.

სობოსლაი "ლივერპულს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა და მერსისაიდული გრანდის რიგებში ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერად იქცა. უნგრელმა ნახევარმცველმა პრემიერ ლიგაში გასაოცარი მატჩები ჩაატარა და ახლა სანაკრებო პაუზის დროს, ფენომენალური სტატისტიკა კიდევ უფრო გააუმჯობესა.

უკანასკნელ სანაკრებო დაპირისპირებაში, უნგრეთმა მონტენეგრო 3:2 დაამარცხა და ამის მთავარი შემოქმედი დომინიკ სობოსლაი გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და თავი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა. სობოსლაის მეთაურობით უნგრეთმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ვარსკვლავმა კი ეს წარმატება უნგრელ ფანებთან ერთად, ტრიბუნაზე აღნიშნა, სადაც ტრადიციული უნგრული სასმელი - პალინკა დააგემოვნა.

გასაოცარი მატჩების შემდეგ, დომინიკ სობოსლაი თანაგუნდელმა ლეო მესის შეადარა. კიპერმა დენეს დიბუსზმა INDEX-სთან საუბარში, სობოსლაის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ ის ნამდვილი ლიდერია.

სობოსლაის შემხედვარე გეუფლება შეგრძნება, რომ ის კარიერის საუკეთესო წლებში, "ბარსელონაში" მოთამაშე ლეო მესის ჰგავს. რთულ ვითარებაში ის შედის მოედანზე და იტანს გადამწყვეტ გოლს. ის წარმოუდგენლად მაღალი დონის მოთამაშე და დიდებული ლიდერია, რომელსაც შეუძლია გაუძღვეს გუნდს და შექმნას ატმოსფერო, რომელიც სხვაზეც ახდენს გავლენას. ის საოცრად ეფექტურია. - დენეს დიბუსზი.

სხვა სტატიები