Belive

ბარსელონასთან მატჩში ირაკლი აზაროვი შახტარის ძირითად შემადგენლობაშია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ,,ბარსელონა'' დონეცკის ,,შახტარს'' უმასპინძლებს. მატჩი 20:45 საათზე დაიწყება.

უკრაინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა ირაკლი აზაროვი. კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი კი სათადარიგოთა სკამზეა.

აზაროვი დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში გასულ ტურში, ,,ანტვერპენთან'' მოგებულ მატჩშიც იყო, გოჩოლეიშვილს კი ბელგიაში არ უთამაშია.

ორი ტურის შემდეგ ,,ბარსელონა'' 6 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ,,შახტარი'' კი 3 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები