Belive

ბარსელონას პრეზიდენტი ჩემპიონთა ლიგის სისტემის შეცვლას ითხოვს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართომეუმ ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლაზე ისაუბრა. ბართომეუმ აღნიშნა, რომ გუნდებს ტურნირზე ბევრი მატჩის ჩატარება უწევთ, თუმცა მაღალი დონის გუნდებს შორის შეხვედრები იშვიათად იმართება. „ჩემპიონთა ლიგაზე ბევრ მატჩს ვატარებთ, მაგრამ არა ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც ლივერპული  და მანჩესტერ იუნაიტედი არიან. ეს მატჩები განსაკუთრებულია და გულშემატკივრებს უფრო მეტი ასეთი თამაშების ხილვა სურთ. 2024 წლიდან, ახალი ფორმატი, ამის საშუალებას მოგვცემს. ეს ჩემპიონთა ლიგის ევოლუცია იქნება და არა რევოლუცია“ - განაცხადა ბართომეუმ.

ასევე იხილეთ: ბართომეუ: “მესის განახლებულ ნოუ კამპზე ძეგლებს დავუდგამთ”

სხვა სტატიები