ფერმინ ლოპესი პეპ გვარდიოლას რადარზე გამოჩნდა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტი საკმაოდ მსუყე სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა. თუმცა, ეს მათი სეზონის სტარტზე ნამდვილად ვერ აისახა.
ქალაქელების ერთ-ერთი მთავარი შენაძენი რაიან შერკი იყო, რომელიც ლიონიდან დაიმატეს. ფრანგამ ნახევარმცველა პრემიერლიგურ ფეხბურთელს ფეხი ვერ აუწყო და პლუს 2-თვიანი ტრავმაც მიიღო.
ამიტომაც პეპ გვარდიოლამ მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო. talkSPORT-ის ინფორმაციით, პეპს ბარსელონას ნახევამრცველის ფერმინ ლოპესის დამატება სურს. აღნიშნულ ტრანსფერზე ინგლისური კლუბი იანვარში იმუშავებს.
🚨 Manchester City eye stunning move for Barcelona midfielder.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) September 9, 2025
Read more ⤵️https://t.co/NydHM7p8HD
ფერმინ ლოპესმა გასულ სეზონში ბარსელონას რიგებში 28 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლთან ერთად, 6 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.