ესპანელი ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის თქმით, "ბარსელონას" ფეხბურთელების უმეტესობამ არ იცოდა, თუ რა ტაქტიკით ითამაშებდა გუნდი "ბენფიკასთან".
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში კატალონიელები სტუმრად "ბენფიკასთან" 3:0 ისე დამარცხდნენ, რომ კარში ზუსტად არც დაურტყამთ.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, რონალდ კუმანმა აღნიშნული შეხვედრისთვის გუნდი მოედანზე 3-5-2 ტაქტიკით გაიყვანა. ისე აღნოჩნდა, რომ ფეხბურთელებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და შესაბამისად, ახალ სქემაზე არც უვარჯიშიათ.
როგორც მოგეხსენებათ, დაფიქსირებული ცუდი შედეგების გამო, დიდი შანსია, რომ კუმანი "ატლეტიკოსთან" თამაშის შემდეგ გაათავისუფლოს.