Belive

ბარსელონამ თავდამსხმელად გაბრიელ ჟეზუსი შეარჩია

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, ბარსელონამ არსენალის ბრაზილიელი თავდამსხმელის, გაბრიელ ჟეზუსის სატრანსფერო ვარიანტის განხილვა დაიწყო. კატალონიელები მას შემდეგ გადაერთნენ ჟეზუსზე, რაც ხულიან ალვარესის ტრანსფერზე ატლეტიკო მადრიდისგან უარი მიიღეს.

29 წლის ბრაზილიელს ლონდონელებთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. თავად ჟეზუსი აქტიურად ეძებს არსენალიდან წასვლის გზებს, რადგან კაი ჰავერცისა და ვიქტორ დიოკერეშის ფონზე, მისი სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდა. ბრაზილიელ ფორვარდს ბარსელონაში თამაში დიდხანს სურდა და ახლა ტრანსფერის დასრულებას თავადაც ცდილობს.

კატალონიელებმა უკვე მოითხოვეს ინფორმაცია ფეხბურთელის სამედიცინო ისტორიაზე. ჟეზუსმა 2025 წლის იანვარში მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესის მძიმე დაზიანება მიიღო, თუმცა ამჟამად სრულად გამოჯანმრთელებულია. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონას ჟეზუსი 10 მილიონი + ბონუსები დაუჯდება.

სხვა სტატიები