ბარსელონამ ფანებს გავის სრულად გამოჯანმრთელება ახარა
ბარსელონას ნახევარდაცვაში ვარიანტები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან გავი, ნახევარ წელზე მეტი ხნის შემდეგ, პირველად ემზადება მოედანზე დასაბრუნებლად. კლუბმა დაადასტურა, რომ 21 წლის ფეხბურთელი სრულად გამოჯანმრთელდა და უკვე შეუძლია მატჩებში მონაწილეობის მიღება.
გავი „ბლაუგრანასთვის“ დიდი დანაკლისი იყო - მისი გადამდები ენერგია და შეუპოვრობა გუნდს სეზონის დასაწყისიდანვე მოაკლდა. ნახევარმცველის პრობლემები აგვისტოს ბოლოს დაიწყო, როდესაც მან მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, რასაც ოპერაცია დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი შეფასებები უფრო სწრაფად დაბრუნებას გულისხმობდა, სამედიცინო ჯგუფმა პროცედურის დროს აღმოაჩინა, რომ დაზიანება უფრო სახიფათო იყო, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რამაც რეაბილიტაციის გაცილებით ხანგრძლივი პერიოდი გამოიწვია.
კლუბმა ფეხბურთელის დაბრუნება, ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი განცხადებით ახარა გულშემატკივრებს:
გავი უკვე მზადაა, რომ ფლიკმა შემადგენლობაში დააყენოს, მან პოტენციურად შეიძლება ითამაშოს სევილიას წინააღმდეგ, ეს განსაკუთრებული მომენტი იქნება, რადგან ის ანდალუსიიდანაა.
205-დღიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებით. ფანები შეძლებენ ისიამოვნონ „ლა მასიას“ აღზრდილით, ვინც გარკვეულწილად უნიკალურია თავისი ხასიათის, ვნებისა და ბარსელონას მიმართ გამორჩეული მიდგომის გათვალისწინებით. - ვკითხულობთ განცხადებაში
🗣️ Hansi Flick: “I’m very happy for 𝗚𝗮𝘃𝗶. I hope he can play a few minutes tomorrow, but we have to take it step by step. He has a long career ahead of him and we need to manage him properly.” pic.twitter.com/q1tAvG9jKz
— FC Barcelona (@FCBarcelona) March 14, 2026