Belive

ბარსელონა სევილიას დანაკლისით დაუპირისპირდება 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ლა ლიგის შემდეგ ტურში, "სევილიას" წინააღმდეგ გუნდის ორი გამორჩეული ფიგურა, ფრენკი დე იონგი და სერხი რობერტო დააკლდება. ცნობილია, რომ ორივე ფეხბურთელმა 18 ივნისს ინდივიდუალურად ივარჯიშა, ორივე ფეხბურთელს ფეხის ტრავმა აწუხებს. ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრა "სევილია" - "ბარსელონა", "რამონ სანჩეს პისხუანზე" 20 ივნისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. სადებიუტო სეზონში, ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 მატჩში 2-2 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ესპანელმა უნივერსალმა მოთამაშემ "ბლაუგრანას" მაისური 31-ჯერ მოირგო, ერთხელ გოლი გაიტანა, ორჯერ შედეგიანად თანაგუნდელებსაც უპასა და 7-ჯერ მსაჯის გაფრთხილებაც დაიმსახურა.

სხვა სტატიები