Belive

ბარსელონა პირველმა ფეხბურთელმა დატოვა - რაკიტიჩი სევილიაში დაბრუნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი, 32 წლის ნახევარმცველი - ივან რაკიტიჩი, "სევილიაში" დაბრუნდა. ამ ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანი ავრცელებს და როგორც თავად ამბობს, იგი უკვე ანდალუსიაშია და სამედიცინო შემოწმებას გადის. ხორვატი ნახევარმცელი "სევილიას" ღირსებას 2011-2014 წლებში იცავდა. მან ჯამში 117 თამაში ჩაატარა, სადაც თავი გოლით 17-ჯერ გამოიჩინა. "ბარსელონაში" კი მისი 6 წლიანი კარიერა დასრულებულია. რაკიტიჩი კატალონიურ კლუბში 2014 წელს, სწორედ "სევილიადან" გადავიდა. 6 წლის განმავლობაში, ივანს 200 მატჩი დაუგროვდა, სადაც 25 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები