პრემიერ ლიგის მორიგი გუნდის ინტერესი - გოგლიჩიძეზე მოთხოვნა იზრდება
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ემპოლის მცველის საბა გოგლიჩიძის ტრანსფერით, მორიგი პრემიერ ლიგური კლუბი, ამჯერად ნიუკასლი დაინტერესდა.
21 წლის ქართველი მცველი ამჟამად ემპოლის საკუთრებაა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მასზე მსოფლიო საფეხბურთო გრანდებიდან საკმაოდ დიდი დაინტერესებაა და ამ ყველაფერს ის ემატება, რომ ემპოლი სერია B-ში დაქვეითდა, შესაბამისად კლუბიდან წასვლის შანსები ძალიან რეალურია.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იტალიის სერია A-ს გრანდები და ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი გუნდები - სანდერლენდი, ნოტინგემ ფორესტი და ახლა უკვე ნიუკასლი გამოხატავენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერ ლიგის კლუბებს ფინანსური უპირატესობა აქვთ და მათ მეტი თანხის გადახდა შეუძლიათ.
Newcastle United have joined Nottingham Forest and Sunderland in the growing race to sign promising Georgian defender Saba Goglichidzehttps://t.co/TQF1nc0zgj pic.twitter.com/IyWCzDLT7c
— Sunderland AFC News And Banter Page (@sunderlandafc11) June 25, 2025
21 წლის საბა გოგლიჩიძემ ემპოლის შემადგენლობაში 2024 წლის იანვარში გადასვლის შემდეგ 36 მატჩში მონაწილეობის მიღება და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, საქართველოს ნაკრებში მას სამჯერ აქვს ნათამაშები, ასაკობრივი და ახალგაზრდული გუნდების რიგებში კი მოედანზე 15 შეხვედრაში გავიდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველ მცველს ემპოლისთან კონტრაქტი 2028 წლის ჩათვლით აკავშირებს, ამ წუთის მონაცემებით კი მისი სატრანსფერო ღირებულება €8 მილიონია.