ბარსელონა მარცხენა ვინგერის ძიებაში - რაშფორდის სანაცვლოდ ენტონი გორდონის კანდიდატურა განიხილება
ბარსელონა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მარცხენა ვინგერის შეძენას გეგმავს, თუმცა საბოლოო არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, დაბრუნდება თუ არა მარკუს რაშფორდი ინგლისში.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი მკაფიო პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ რაშფორდი არ გაიყიდება კონტრაქტში მითითებულ 30 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად. ბოლო ინფორმაციით, ბარსელონა აღნიშნული თანხის გადახდას ამ ეტაპზე არ აპირებს.
ამ ფონზე, კატალონიურმა კლუბმა უკვე დაიწყო ალტერნატიული ვარიანტების ძებნა. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ენტონი გორდონია, ინგლისელი ნიუკასლში თამაშობს და გავრცელებული ცნობებით, ბარსელონას წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ფეხბურთელის აგენტებს. გორდონის მიმართ ინტერესს მიუნხენის ბაიერნიც გამოხატავს, ბოლო პერიოდია ამ შესაძლო ტრანსფერზე ხშირად იწერება.
🚨 Barcelona’s sporting director, Deco, met with Anthony Gordon’s agents yesterday. 🏴
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) May 5, 2026
(🎥 @monfortcarlos) pic.twitter.com/jC49WuZJnZ
გორდონის პარალელურად, ბარსელონას ინტერესის სფეროში რჩება კიდევ ერთი ვარიანტი — აბდე ეზალზული, რომელიც ამჟამად ბეტისის ფეხბურთელია. მაროკოელი ვინგერი მიმდინარე სეზონს საკმაოდ შედეგიანად ატარებს — 39 მატჩში მას 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემა აქვს. გარდა ამისა, ბარსელონას კონტრაქტის მიხედვით 20%-იანი გამოსყიდვის უპირატესობაც გააჩნია.
PSG, Liverpool, Napoli, Aston Villa and Newcastle are all monitoring Abde 🇲🇦🌟 per @mundodeportivo
— 𝗠𝗼𝗿𝗼𝗰𝗰𝗼 𝗙𝗼𝗼𝘁𝗯𝗮𝗹𝗹 𝗡𝗲𝘄𝘀 | 𝗠𝗙𝗡 (@MFN_TW) May 3, 2026
€60M release clause, contract valid until 2029.
Which club fits him best? 👀
(Barcelona return also an option 👀) pic.twitter.com/keXbQYDib7
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ბარსელონას სატრანსფერო სტრატეგია ორ პარალელურ მიმართულებად იყოფა: პირველი - რაშფორდის სიტუაციის გარკვევაა, თუმცა მისი გართულების შემთხვევაში კლუბი სწრაფად გადაერთვება გორდონის ან ეზალზულის ვარიანტზე. საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ ფინანსური პირობებისა და მანჩესტერ იუნაიტედთან მოლაპარაკებების შედეგზე იქნება დამოკიდებული.