Belive

ბარსელონა ხელშეუხებლად პედრის, გავის და არაუხოს მიიჩნევს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონა ხელშეუხებლად მხოლოდ პედრის, გავის და არაუხოს მიიჩნევს. დანარჩენი მოთამაშეები მზად არიან გაყიდონ, თუ ხელსაყრელი შეთავაზება იქნება.

Diario Sport-ის ცნობით, ფინანსური სიძნელეების გამო, კატალონიური კლუბი მზადაა, პედრის, გავისა და რონალდ არაუხოს გარდა, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის შემოთავაზება განიხილოს. ბარსელონა დარწმუნებულია, რომ ეს ფეხბურთელები კლუბისთვის იდეალურია როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი თვისებებით და ელის, რომ მომავალში ისინი გახდებიან გუნდის მთავარი მოთამაშეები. მომავლი პროექტში პედრის, გავის და არაუხოს როლი ხავის, კარლეს პუიოლისა და ანდრეს ინიესტას როლთან არის გათანაბრებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დანარჩენი ფეხბურთელებისთვის იმუნიტეტის სტატუსის არქონა არ ნიშნავს იმას, რომ ბარსელონა მზადაა მათ შეელიოს, თუმცა, კლუბმა შესაძლოა განიხილოს მათი გაყიდვა, თუ ფინანსურად მომგებიანი შეთავაზება იქნება.

სხვა სტატიები