ბარსელონა დაცვის გაძლიერებას გეგმავს - გვარდიოლი მთავარი სამიზნეა
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაფხულში ბარსელონა მანჩესტერ სიტიდან იოსკო გვარდიოლის გადაბირებას შეეცდება. პარალელურად, კლუბი აგრძელებს მოლაპარაკებებს ხულიან ალვარესისა და ენტონი გორდონის ტრანსფერზეც. შემტევების ტრანსფერებისგან განსხვავებით, გვარდიოლის გადმოსაბირებლად კატალონიელებს სერიოზული კონკურენცია ელით - განსაკუთრებით მიუნხენის ბაიერნისგან, რომელმაც უკვე ოფიციალური ინტერესი გამოხატა მრავალფუნქციური ხორვატი მცველის დამატების თაობაზე.
კატალონიური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავს. კლუბში ფიქრობენ, რომ განსაკუთრებულად საყურადღებო დაცვითი რგოლია, შესაბამისად ხორვატი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
24 წლის მცველთან დაკავშირებული ხმები კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, ლოთარ მათეუსმა პირდაპირ დაადასტურა, რომ ბაიერნი აქტიურად მუშაობს ლაიფციგის ყოფილი ფეხბურთელის გადაბირებაზე.
Sky-თან საუბარში მათეუსმა კლუბის ფარული სატრანსფერო გეგმებიც გაამხილა:
„ერთი ფეხბურთელი მყავს მხედველობაში და გავიგე, რომ უკვე მიმდინარეობს მასთან კომუნიკაცია. ის ახლა მანჩესტერ სიტის საკუთრებაა, მარცხენა მცველია, თუმცა ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში“ - ლოთარ მათეუსი
მიუხედავად TEAMtalk-ის ინფორმაციისა, რომლის მიხედვითაც ბაიერნი უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს, მანჩესტერ სიტი არ აპირებს თავისი მცველის მარტივად დათმობას.
ხორვატი მცველი 2023 წლიდან პეპ გვარდიოლას გუნდის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოთამაშე იყო, მიუხედავად იმისა, რომ წვივის ძვლის მოტეხილობის გამო მიმდინარე სეზონში მხოლოდ 18 მატჩში ითამაშა ინგლისის პრემიერ ლიგაში. თავის მხრივ, „ქალაქელების“ ხელმძღვანელობა უკვე მუშაობს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც მოქმედ 2028 წლის ხელშეკრულებაზე უფრო გრძელვადიანი იქნება, რადგან მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელი მანჩესტერში თავს კომფორტულად გრძნობს.
🚨🚨Barcelona, according to sources over the past 24 hours:🗞️
— Barça News Xtra (@El38699El) May 29, 2026
• Working on the signing of Gvardiol
• Close to sealing the Bernardo Silva deal
• Completed the Gordon transfer for €80m
• Preparing a €100m offer for Álvarez pic.twitter.com/LkPoh3RpJ3