Belive

ბარსელონა და ბაიერნი ლევანდოვსკის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი კარიერას ,,ბარსელონაში'' გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ,,ბაიერნი'' და ,,ბარსელონა'' ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და კატალონიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ლევანდოვსკი ახალ გუნდთან კონტრაქტს დღეს ან ხვალ გააფორმებს. მისი გადაბირებით ,,ჩელსი'' და ,,პსჟ-ც'' ინტერესდებოდნენ, თუმცა პოლონელს თამაში მხოლოდ ,,ბარსელონაში'' სურს. 33 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში ,,რეკორდმაისტერის'' მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები